თად მაკფადენი
Aa
Aa

6 სამქულიანი - მაკფადენის მაგარი მატჩი და მურსიას გამარჯვება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა თად მაკფადენმა ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და „მურსიას“ „დარუშაფაკასთან“ გამარჯვებაში დაეხმარა.

მასპინძლებმა 96:87 მოიგეს. მაკფადენმა პარკეტზე 23:37 წუთი გაატარა, მისი მონაგარი 26 ქულა, 2 მოხსნა და 1 გადაცემა იყო. 10-დან 6 სამქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო - ასეთი იყო მისი სტატისტიკა.

მასპინძლებმა შეხვედრაში გარდატეხა დასკვნით მეოთხედში შეიტანეს. მაკფადენის სამიანებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

მაკფადენის გუნდს 3 ტურის შემდეგ, 2 მოგება და 1 მარცხი აქვს. მომდევნო შეხვედრას ესპანელები კვლავ „დარუშაფაკასთან“ ითამაშებენ, ამჯერად სტუმრად. ხსენებულ L ჯგუფს 3 გამარჯვებით გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
DAZN-მა ხვიჩა ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
DAZN-მა ხვიჩა ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა