ლიონელ სკალონი
Aa
Aa

დამსახურებული კონტრაქტი - სკალონი არგენტინის ნაკრებში 2026 წლამდე

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ, „ალბისელესტეს“ მთავარ მწვრთნელს ლიონელ სკალონის ხელშეკრულება 2026 წლამდე გაუხანგრძლივა.

კატარის მუნდიალზე მიღწეული წარმატების შემდეგ, ეს ყველაფერი მოსალოდნელიც იყო. ამრიგად, სკალონი გუნდს 2024 წლის კოპა ამერიკაზე და 2026 წლის მექსიკა-აშშ-კანადის მუნდიალზეც უხელმძღვანელებს.

44 წლის სკალონი არგენტინის ნაკრებში 2017 წლიდან მუშაობს, ის წინა მწვრთნელის ხორხე სამპაოლის თანაშემწე იყო. მისი დათხოვნის შემდეგ, 2018 წლიდან მას მთავარი მწვრთნელის პოსტი ანდეს და როგორც შემდეგში გაირკვა ძალიან სწორადაც მოქცეულან.

2019 წლის კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრებს პროგრესი უკვე ეტყობოდა, 2021 წელს „ალბისელესტემ“ „მარაკანაზე“ ბრაზილიის ნაკრებს კოპა ამერიკის ფინალი მოუგო, 2022 წელს კი გუნდი მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.

სკალონის დანიშვნამდე არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატი 1986 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული, კოპა ამერიკა კი 1993 წლის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა, მესი, ფელიქსი და სხვები - The Athletic-ის ექსპერტებმა ხვიჩა გამოარჩიეს
კვარა, მესი, ფელიქსი და სხვები - The Athletic-ის ექსპერტებმა ხვიჩა გამოარჩიეს