ცნობილია სტადიონი, რომელიც ესპანეთი-საქართველოს უმასპინძლებს
Aa
Aa

ცნობილია სტადიონი, რომელიც ესპანეთი-საქართველოს უმასპინძლებს

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება და ცნობილი გახდა სტადიონი, რომელიც „ფურია როხასა“ და „ჯვაროსნების“ ჯახს უმასპინძლებს.

რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზემოთ ხსენებული შეხვედრა ხოსე სორილიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც საშინაო მატჩებს „ვალიადოლიდი“ ატარებს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება კასტილიისა და ლეონის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის 100 წლის იუბილის პატივსაცემად მიიღო.

საინტერესოა, რომ ესპანეთის ნაკრებს ხოსე სორილიას სახელობის სტადიონზე 2006 წლის პირველი მარტის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ, „ფურია როხამ“ ამხანაგური მატჩი გამართა და ვილიას, რეიესისა და ხუანიტოს გოლების წყალობით, კოტ-დ'ივუარი 3:2 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების გარდა, A ჯგუფში ნორვეგია, შოტლანდია და კვიპროსი მოხვდნენ. „ჯვაროსნები“ გახსნით მატჩს 28 მარტს გამართავენ და ბათუმში ნორვეგიას დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა, მესი, ფელიქსი და სხვები - The Athletic-ის ექსპერტებმა ხვიჩა გამოარჩიეს
კვარა, მესი, ფელიქსი და სხვები - The Athletic-ის ექსპერტებმა ხვიჩა გამოარჩიეს