რომელუ ლუკაკუ, ნიკოლო ბარელა
Aa
Aa

„წადი შენი, ძაღლიშვილო“ - დაპირისპირება ლუკაკუსა და ბარელას შორის

სერია A-ს 22-ე ტურში, „ინტერი“ სტუმრად „სამპდორიას“ გაეჯიბრა და ქულები დაკარგა. მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, მისი მიმდინარეობისას კი რომელუ ლუკაკუსა და ნიკოლო ბარელას შორის ინციდენტი მოხდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ლუკაკუსა და ბარელას დიალოგია ასახული. რომელუ თანაგუნდელს თითს უქნევს და ეუბნება: „ეს აღარ გააკეთო, ეს ხელები საკმარისია! არ გააკეთო! ცუდია, შეურაცხმყოფელია, შეწყვიტე!“. როგორც ჩანს, ბარელას ბელგიელის სიტყვები უპასუხოდ არ დაუტოვებია, რის შემდეგაც რომელუმ მას კიდევ ერთხელ მიმართა: „წადი შენი, ძაღლიშვილო“.

მატჩის შემდეგ, ამ ინციდენტს „ნერაძურის“ მთავარი მწვრთნელი, სიმონე ინძაგი გამოეხმაურა და განაცხადა: „მოედანზე ასეთი რამ ხდება ხოლმე. ამის დანახვა არ მომწონს და არც უნდა ხდებოდეს, მაგრამ შესვენებაზე ერთმანეთის გვერდზე ისხდნენ და ისინი კარგი მეგობრები არიან“.

შეგახსენებთ, რომ „სამპასთან“ ნათამაშები ფრის შემდეგ, „ინტერს“ 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილს იკავებს. „შავ-ლურჯები“ ლიდერ „ნაპოლის“ 15 ქულით ჩამორჩებიან და მომდევნო შეხვედრა 18 თებერვალს, „უდინეზეს“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგა NBA-ში რჩება | მისი ახალი გუნდი ცნობილია
გოგა NBA-ში რჩება | მისი ახალი გუნდი ცნობილია