მადრიდის რეალი
Aa
Aa

8-გოლიანი თრილერი - რეალი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის „რეალმა“ „ალ-ჰილალი“ 5:3 დაამარცხა. აღნიშნული ტურნირი „სამეფო კლუბმა“ მეხუთედ მოიგო (2014, 2016, 2017, 2018, 2022).

8-გოლიან თრილერში ანგარიში მე-13 წუთზე ბენზემას პასით ვინისიუსმა გახსნა. მე-18 წუთზე ვალვერდემ ანგარიში ორამდე გაზარდა. 26-ე წუთზე მუსა მარეგამ ანგარიში შეამცირა.

54-ე წუთზე კარიმ ბენზემას გოლით ანგარიში 3:1 გახდა, რასაც ოთხ წუთში ვალვერდეს მეორე გოლი მოჰყვა. 63-ე წუთზე ლუსიანო ვიეტომ სხვაობა შეამცირა - 4:2.

69-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა დუბლი ჩაიწერა აქტივში. მატჩის საბოლოო ანგარიში ვიეტომ დააფიქსირა - 5:3.

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში დუბლი სამმა ფეხბურთელმა შეასულა: ვინისიუსი, ვალვერდე, ვიეტო.

შეგახსენებთ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „რეალმა“ „ალ აჰლი“ დაამარცხა (1:4). „რეალის“ მხრიდან ვინისიუსმა, ვალვერდემ, როდრიგომ და არიბასმა გაიტანეს. ერთადერთი საპასუხო გოლი ალი მალულის ანგარიშზეა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „ალ აჰლი“ „ფლამენგოსთან“ 2:4 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები