ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუდუ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია - კარლსრუემ მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მეოცე ტურში, ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „ფიურტს“ დაუპირისპირდა და 2:1 იმარჯვა. „ლურჯები“ საკუთარ კედლებში ასპარეზობდნენ და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღეს.

ბუდუ „კარლსრუეს“ განაცხადში პირველად მოხვდა, მაგრამ სათამაშო დრო არ მიეცა, რაც გასაგებია, რადგან მისი გუნდი 24-ე წუთის შემდეგ, რიცხობრივ უმცირესობაში იყო. შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე, ბრაიტჰაუპტის ავტოგოლით გაიხსნა, 3 წუთში კი ამბროსიუსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.

„კარლსრუემ“ წონასწორობა 36-ე წუთზე აღადგინა და თავი ვანიცეკმა გამოიჩინა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 73-ზე, „ლურჯები“ წინ კაუფმანის გოლით გაიჭრნენ და მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლული იყვნენ და აგებდნენ, სასურველი შედეგი დააფიქსირეს.

ცნობისთვის, „კარლსრუეს“ 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 ადგილზე იმყოფება. ზივზივაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 თებერვალს გამართავს და სტუმრად „ზანდჰაუზენს“ დაუპირისპირდება, რომელიც ბუნდესლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და 19 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 5 ფეხბურთელი ამ წუთისთვის - კვარა ერთ-ერთია
ტოპ 5 ფეხბურთელი ამ წუთისთვის - კვარა ერთ-ერთია