მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

პატრიოტიზმი საერთოდ სხვა დონეზე აიყვანა - რას წერენ მერაბის ტატუზე

Calfkicker-ი ცნობილი ვებგვერდია, რომელიც თავის მკითხველს MMA-ის სიახლეებს აცნობს. ახლახან, საინფორმაციო საიტმა UFC-ის ქართველ მებრძოლზე, მერაბ დვალიშვილზე დაწერა და „მანქანის“ მიერ საქართველოს რუკის ფორმის ტატუს გაკეთებას გამოეხმაურა.

მერაბ დვალიშვილის თავდადება სამშობლოსადმი. როცა UFC-იმ ყელსაბამის ტარება აუკრძალა, პატრიოტიზმი საერთოდ სხვა დონეზე აიყვანა და საქართველოს დროშა ამოისვირინგა

„მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში წამყვან პოზიციას იკავებს, მაგრამ ორგანიზაციის პოლიტიკით კმაყოფილი არაა. UFC-ი მებრძოლებს იმის უფლებასაც არ აძლევს, რომ ოქტაგონზე დროშასთან მიმსგავსებული რამე გაიტანონ და ყველა გააფრთხილა, რომ თუ წესებს დაარღვევენ, დაჯარიმდებიან. ამის გამო, ორგანიზაცია გილბერტ ბერნსმა და სოდიქ იუსუფმა გააკრიტიკეს.

როგორც ჩანს, ყელსაბამის ტარებაც არ შეიძლება და მერაბმა გამოსავალს მიაგნო. მან საკუთარი ქვეყნის რუკა და დროშა მკერდზე ამოისვირინგა, რისი ამსახველი ფოტოც სოციალურ ქსელებში გაავრცელა. მან თითქმის იგივე გააკეთა, რაც გილბერტ ბერნსმა, რომელიც UFC 283-ზე ბრაზილიის დროშებით გადაწყვეტილ პიჯაკში გამოცხადდა“, - წერს უცხოური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 5 ფეხბურთელი ამ წუთისთვის - კვარა ერთ-ერთია
ტოპ 5 ფეხბურთელი ამ წუთისთვის - კვარა ერთ-ერთია