კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

„რთული პერიოდი გვაქვს“ - გალტიე თასიდან გამოვარდნის შემდეგ

საფრანგეთის თასის 1/4 ფინალში პსჟ სტუმრად „მარსელს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხა, რის შედეგადაც გათამაშებას გამოეთიშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ განვლილი მატჩი შეაფასა:

რას ამბობს გალტიე:

ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. საფრანგეთის თასის მოგება ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო, თუმცა დიდ გუნდთან დავმარცხდით.

ახლა რთული პერიოდი გვაქვს. როდესაც მეტოქეს ანგარიშში ჩამოვრჩით, ღირებული ვერაფერი შევქმენით.

როდესაც ამ თამაშისთვის ვემზადებოდით, გეგმა იყო, რომ მომდევნო ეტაპზე გავსულიყავით. ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. მეორე ტაიმში ბევრი შანსი არ გვქონია და უფრო სახიფათოდ უნდა გვეთამაშა.

ფეხბურთელები იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ ახლა ემოციებზე საუბრის დრო არ არის. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და საკუთარ თავებზე ვფოკუსირდეთ.

საგულისხმოა, რომ „მარსელმა“ ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად შეძლეს საკუთარ კედლებში პარიზული გუნდის დამარცხება.

კრისტოფ გალტიეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს, სტუმრად „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართავს, 15 თებერვალს კი პარიზული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის ძმა: ბარსას ლეომდე არავინ იცნობდა, ესპანელები კი მოღალატეები არიან
მესის ძმა: ბარსას ლეომდე არავინ იცნობდა, ესპანელები კი მოღალატეები არიან