მადრიდის რეალი
Aa
Aa

რეალი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალმა“ „ალ აჰლი“ 4:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც „ალ ჰილალს“ დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად „ფლამენგო“ გამოთიშა ასპარეზობას.

პირველი ტაიმი „ბლანკოსის“ უპირატესობა წარიმართა და არაბებს არანაირი შანსი არ ჰქონდათ. შეტევაში აქტიურმა თამაშმა შედეგი 42-ე წუთზე გამოიღო. ვინისიუს ჯუნიორმა ანგარიში გახსნა და პირველი ტაიმი მადრიდელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში „ალ აჰლიმ“ თამაში გამოასწორა და რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, თუმცა ამ ყველაფრამდე 46-ე წუთზე ვალვერდემ გაისროლა და 2:0 დააფიქსირა. 65-ე წუთზე მაალულმა ერთი ბურთი გაქვითა და სიტუაცია შედარებით დაიძაბა, მაგრამ დარჩენილ დროში არაბულმა გუნდმა ვეღარ გაიტანა დამარცხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩის მიწურულს ლუკა მოდრიჩმა პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა როდრიგომ არაბებს მეასმეც გაუტანა და 3:1 დააფიქსირა. წერტილი კი არიბასმა დასვა.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბი“ რაბათში დანაკლისით ჩავიდა. კარლო ანჩელოტის განკარგულებაში კარიმ ბენზემა, ტიბო კურტუა, ფერლან მენდი, ლუკას ვასკესი, ედერ მილიტაო და ედენ აზარი არ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მის გარეშე გაგვიჭირდება“ - ბაიერნმა პავარი ინტერში არ გაუშვა
“მის გარეშე გაგვიჭირდება“ - ბაიერნმა პავარი ინტერში არ გაუშვა