სიტიში ფიქრობენ, რომ თუ ფინანსური დარღვევები დაუმტკიცდათ პეპი წავა
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შესაძლოა უეფამ „მანჩესტერ სიტის“ ფინანსური დარღვევების გამო ქულები ჩამოაკლოს ან საერთოდაც ქვედა ლიგაში დააქვეითოს, „ქალაქელთა“ შიდა სამზარეულო ცოტათი აირია და კლუბში მომავალზე ფიქრი აქტიურად დაიწყეს.
ბრიტანული The Athletic-სი წერს, რომ „სიტიში“ პეპ გუარდიოლას გუნდიდან შესაძლო წასვლას მოსალოდნელ ფაქტად თვლიან.
წყაროს ცნობით, კლუბში არის მზარდი განცდა იმისა, რომ როდესაც მათ ფინანსური დარღვევებისთვის სანქციებს დააკისრებენ, იმ მომენტში გუარდიოლა გუნდში უკვე აღარ იქნება.
ბრიტანულმა გამოცემამ გუარდიოლას 2020 წლის სიტყვები გაიხსენა, როცა „სიტის“ ბრალი ფინანსურ მაქინაციებში პირველად დადეს:
„თუ, თქვენ მომატყუებთ, მაშინ მე კლუბს მეორე დღესვე დავტოვებ. წავალ და ჩემს მეგობრებად აღარ ჩაგთვლით. მაგრამ, მე მათ ვუყურებ და პირველივე დღიდანვე 100%-ით ვენდობი. ამიტომ, კლუბს მზად ვარ გუნდი დავიცვა“.
- ამბობდა პეპი 2020 წელს.
ამ თემასთან დაკავშირებით ფრანგული L'Equipe-ი წერს, რომ პსჟ გუარდიოლას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და სიტუაციის არევის შემთხვევაში მის გადაბირებას ეცდებიან.
შეგახსენებთ, რომ პეპის „სიტისთან“ არსებული ხელშეკრულება ძალაში 2025 წლამდეა.