გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ახალი კვარაცხელია ლიგა 2-ში? – Tuttomercatoweb-მა მიქაუტაძეზე დაწერა

იტალიური გამოცემების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი მოექცა. რამდენიმე წუთის წინ, Tuttomercatoweb-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „მეცის“ ქართველ შემტევზე, გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.

ლიგა 2-ში ახალი კვარაცხელია თამაშობს? მეცის რიგებში მოასპარეზე მიქაუტაძე გოლების გატანას არ წყვეტს

„ხვიჩა კვარაცხელიასა და ნაპოლიში მისი აფეთქების შემდეგ, ქართველი ტალანტების მიმართ ყურადღება გაიზარდა. თუ მათ ისეთი სტატისტიკა აქვთ, როგორიც 2000 წელს დაბადებულ გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც ლიგა 2-ში უკვე 10-ზე მეტი ბურთი შეაგდო და ახლახან გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა, მაშინ ინტერესის განმაპირობებელი მიზეზებიც იზრდება.

მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძემ მონაწილეობა 23 შეხვედრაში მიიღო და 12 გოლი გაიტანა. 11-ჯერ იგი ლიგა 2-ში გამოირჩა და 5 საგოლე გადაცემაც მიითვალა. იგი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ თანაგუნდელებს გოლების გატანაში მაინც ეხმარება. მეცში დაბრუნებამდე, იგი ბელგიაში, სერენის რიგებში ასპარეზობდა და მაღალ მწვერვალებს მიაღწია. 2020-21 წლების სეზონში, მან 23 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა, ხოლო 2021-22 წლების სეზონში, 30 მატჩში 10 ბურთი შეაგდო. ლიონში დაბადებულმა მიქაუტაძემ პირველი ნაბიჯები სწორედ მეცში გადადგა და ფრანგულმა კლუბმა გადაწყვიტა, იგი 2026 წლის ზაფხულამდე გაეფორმებინა. მიმდინარე სეზონში, იგი მეცთან ერთად, ლიგა 1-ის საგზურისთვის იბრძვის და დიდია ალბათობა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადი მოთამაშე იყოს“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „მეცს“ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. მიქაუტაძის გუნდი მეორეადგილოსან „სოშოს“ 3 ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩი 13 თებერვალს ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
850 000-ევროიანი კედელი - El Mundo-ს სტატია გიორგი მამარდაშვილზე
850 000-ევროიანი კედელი - El Mundo-ს სტატია გიორგი მამარდაშვილზე