საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

„ღმერთმა არავის გამოგაცდევინოთ“ - ლობჟანიძე მიწისძვრის ეპიცენტრიდან

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. საბედნიეროდ, თურქულ კლუბში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები, გიორგი ბერიძე და საბა ლობჟანიძე კარგად არიან, მათ თავს მშვიდობაა.

ლობჟანიძე უახლოეს საათებში საქართველოში გამოფრინდება. საბამ Instagram-ის „სთორიში“ შემდეგი რამ დაწერა:

„რა ტრაგედიაც მოხდა, ღმერთმა არავის გამოგაცდევინოთ. ეს არ იყო უბრალოდ მიწისძვრა, ეს იყო უფრო ღრმა და შემზარავი. მე მშვიდობით ვარ, მაგრამ ეს არაა მთავარი ამ წამს. ადამიანები დანგრეულ შენობებში ბავშვებს და ოჯახის წევრებს ეძებენ. ამაზე საშინელი არაფერია. მშვიდობა ჩვენ და მშვიდობა ყველას“.

ცნობისთვის, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ რეგიონში მიწისძვრა განმეორდა, ამჯერად 7.7 მაგნიტუდის. ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 5 000-ს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შექმნა შედევრი, რომლითაც ხელოვანიც იამაყებდა“ - Daily Mail-ი ხვიჩაზე წერს
„შექმნა შედევრი, რომლითაც ხელოვანიც იამაყებდა“ - Daily Mail-ი ხვიჩაზე წერს