გიორგი ქინქლაძე, მანჩესტერ სიტი, ტიმ შერვუდი
Aa
Aa

„დაუჯერებელი დრიბლიორი“ - ქინქლაძე ტოპ 11-ში დე ბრუინისა და აგუეროს გვერდით

„ტოტენჰემის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ტიმ შერვუდმა „მან. სიტის“ ოფიციალური ვებგვერდისთვის „ქალაქელების“ საუკეთესო 11-ეული დაასახელა. სია „მან. სიტის“ ფეხბურთელებისგან შედგა, ვის წინააღმდეგაც შერვუდს უთამაშია ან ვის წინააღმდეგაც მის გაწვრთნილ „ტოტენჰემს“ უასპარეზია. აღნიშნულ სიაში მხოლოდ 1 გამონაკლისია - კევინ დე ბრუინი. როცა შერვუდი „ტოტენჰემს“ წვრთნიდა, დე ბრუინი „ქალაქელებში“ არ თამაშობდა.

შერვუდს „მან. სიტიში“ არასდროს უთამაშია, ინგლისურ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციის მონაწილეა, 1994-95 წლების სეზონში „ბლექბერნთან“ ერთად პრემიერ ლიგა მოიგო. საერთო ჯამში პრემიერ ლიგაში 341 მატჩი ჩაატარა, 37 გოლი შეაგდო და 28 საგოლე პასი შეასრულა.

შერვუდის 11-ეული ასეთია: ტონი კოტონი, პაბლო საბალეტა, ენდი ჰინჩკლიფი, ვენსან კომპანი, რიჩარდ დანი, პოლ ლეიკი, დავიდ სილვა, იაია ტურე, კევინ დე ბრუინი, გიორგი ქინქლაძე, სერხიო აგუერო

ტიმ შერვუდი: „ქინქლაძე -  დაუჯერებელი დრიბლიორი. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო.

სიმძიმის ცენტრი დაბლა ჰქონდა, ბურთს ფეხთან ახლოს აკონტროლებდა, ბურთთან მილიონ შეხებას აკეთებდა, ბურთს მილიონჯერ ეხებოდა.

შენსკენ მორბოდა, შეჩერდებოდა და შემდეგ ისევ აგრძელებდა სვლას. როცა გაიფიქრებდი რომ ბურთს მოჰპარავდი, ის შორს წაიღებდა.

ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელზეც ყველაზე მეტჯერ ჯარიმდებიან პრემიერ ლიგაში, როგორც ჯეკ გრილიშია ახლა“.

ქინქლაძე „დერბი ქაუნთის“ რიგებში, მაშინ რანგით მეორე ლიგაში თამაშობდა. ფოტოზე ასევე ვხედავთ ტიმ შერვუდს „პორტსმუნთის“ მაისურით

ქინქლაძემ „მან. სიტის“ რიგებში პრემიერ ლიგაში მხოლოდ 1 სეზონი გაატარა (1995-96), ამ სეზონში „ქალაქელები“ რანგით მეორე ლიგაში დაქვეითდნენ, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა გუნდს უერთგულა, კლუბი 1998 წელს დატოვა და კარიერა „აიაქსს“ დაუკავშირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი ფეხბურთელი: „ხვიჩა რუსულ სულთან ახლოსაა, მისი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნებაა“
რუსი ფეხბურთელი: „ხვიჩა რუსულ სულთან ახლოსაა, მისი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნებაა“