მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

“დააქვეითეთ“ - პრემიერ ლიგის გუნდები სიტის დასჯას ითხოვენ

„მანჩესტერ სიტის“ გარშემო სკანდალი გრძელდება. ინგლისური გიგანტი სერიოზული საფრთხის წინაშე არის. საქმე 9 წლის განმავლობაში ფინანსურ დარღვებს ეხება, რომლის გამოც შესაძლოა „ქალაქელები“ პრემიერ ლიგიდან გააგდონ ან ქულები დააკლონ.

ბრიტანული გამოცემა The Sun იტყობინება, რომ მანჩესტერული კლუბის წინააღმდეგ სხვა გუნდები გამოვიდნენ. ერთ-ერთი კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა The Sun-თან საუბრისას განაცხადა:

„თუ ეს ბრალდებები დადასტურდება სათანადო სასჯელი უნდა დაწესდეს. სასჯელი კი მათი მეორე ლიგაში დაქვეითება უნდა იყოს. გვინდა, რომ პრემიერ ლიგამ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.“

უფრო დეტალურად:

„მანჩესტერ სიტის“ ფინანსური წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. გუშინ, ინგლისის პრემიერ ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ქალაქელების“ საქმეზე ვერდიქტს სპეციალურად შექმნილი კომისია გამოიტანს. ბრიტანულ პრესაში შესაძლო სანქციების შესახებ დაიწერა და ბევრი ვარიანტი გაჟღერდა, თუმცა მანჩესტერელები დარწმუნებული არიან, რომ საქმე აქამდე არ მივა.

იმ შემთხვევაში, თუ გუარდიოლას გუნდს ბრალდება დაუმტკიცდება სიტუაცია საკმაოდ გართულდება. არის ვარაუდი, რომ შესაძლოა კომისიამ პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებს რეკომენდაცია მისცეს, რომ რამდენიმე მატჩის გადათამაშება მოხდეს და „ქალაქელებს“ კომპენსაციის გადახდა დაეკისროთ. Sky Sports-ის ინფორმაციით, გამორიცხული არაა, რომ კომისიამ რამდენიმე ფეხბურთელის რეგისტრაცია გააუქმოს ან კლუბს ახალი მოთამაშეების რეგისტრაციაზე უარი უთხრას.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სირიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ქვეყანაში მომხდარ მიწისძვრას ემსხვერპლა
სირიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ქვეყანაში მომხდარ მიწისძვრას ემსხვერპლა