აინტრახტი
Aa
Aa

13 წლის შვილმა კოკაინი მოიხმარა - აინტრახტის მფლობელი სკანდალში ეხვევა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „ნაპოლისთან“ თამაშამდე „აინტრახტის“ პრეზიდენტი, პიტერ ფიშერი დიდ სკანდალში გაეხვია.

გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანული კლუბის მფლობელი ნარკოტიკული საშუალება კოკაინის უკანონო შეძენა-შენახვაშია ეჭვმიტანილი. ფრანკფურტის პროკურატურა გამოძიებას როგორც ფიშერზე, ისე მის მეუღლესა და 25 წლის ვაჟზე აწარმოებს.

გერმანული სააგენტო Sportschau წერს, რომ პიტერ ფიშერის უმცროსმა შვილმა, კერძოდ კი 13 წლის ვაჟმა თანაკლასელთან ერთად კოკაინი მოიხმარა, მოგვიანებით კი მისი მეგობრის დედამ შვილის ქცევის ცვლილება შეამჩნია. ამის შესახებ, მშობელმა ჯერ სკოლას, შემდეგ კი პოლიციას შეატყობინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოზარდები კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

იანვრის ბოლოს, აინტრახტის პოლიციამ ფიშერის ბინა გაჩხრიკა და მის საძინებელ ოთახში, მაგიდაზე კოკაინის კვალი აღმოაჩინა. ფიშერის და მისი მეუღლის, ისევე როგორც მათი 25 წლის ვაჟის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. სამართალდამცველები არკვევენ, თუ როგორ მოხვდა კოკაინი არასრულწლოვანის ხელში.

შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტის „აინტრახტი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ნაპოლის“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ფრანკფურტში 22 თებერვალს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრა კი ნეაპოლში 16 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა-ოსის საწყისი ფასი 200 მილიონი იქნება“ - იტალიური მედია
„კვარა-ოსის საწყისი ფასი 200 მილიონი იქნება“ - იტალიური მედია