ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რუსი ფეხბურთელი: „ხვიჩა რუსულ სულთან ახლოსაა, მისი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნებაა“

მოსკოვის „სპარტაკის“, „ლოკომოტივისა“ და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რომან შიშკინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. შიშკინმა Чемпионат-ს „კვარას“ მიერ მოხდენილი შთაბეჭდილებები გაუზიარა და განაცხადა, რომ მისგან ასეთ წარმატებას არ ელოდა.

„ხვიჩამ დაუჯერებელი ფორმა აკრიფა და მისი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნებაა. იგი ნაპოლის სათამაშო სტილს იდეალურად ერგება. სიმართლე გითხრათ, არ ველოდებოდი, რომ პირველივე სეზონში ასეთ წარმატებას მიაღწევდა. კვარაცხელია რუსულ სულთან ახლოს მყოფი ადამიანია და რუსეთში მასზე ბევრი ღელავს.

უმთავრესი ისაა, რომ სპალეტი კვარაცხელიას ენდობა. მას ყველაფერი აქვს, რომ ტოპ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს და ვფიქრობ, ლუჩანოს ხელმძღვანელობით, პროგრესს მომავალშიც გააგრძელებს. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ნაპოლი და ხვიჩა იტალიის ჩემპიონები გახდებიან“.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონის 17 მატჩში, 8 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ხუთ შეხვედრაში, 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ორივე ტურნირის გათვალისწინებით, მის აქტივში 10 გოლია. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა სერია A-ში საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოემზადეთ ტანჯვისთვის“ - ესპანური მედია მამარდას თამაშს აფასებს
„მოემზადეთ ტანჯვისთვის“ - ესპანური მედია მამარდას თამაშს აფასებს