რეალი მეოთხედფინალშია
რეალი მეოთხედფინალშია
კონტრაქტს ახანგრძლივებს
კონტრაქტს ახანგრძლივებს
ჰოლანდშოუ
ჰოლანდშოუ
რა სანქციები ემუქრება ბარსას
რა სანქციები ემუქრება ბარსას
მერაბი VS იანი ახლოვდება
მერაბი VS იანი ახლოვდება
კვარას რეკორდი
კვარას რეკორდი
გუტის საჩუქარი ხვიჩას
გუტის საჩუქარი ხვიჩას
მილანი მეოთხედფინალშია
მილანი მეოთხედფინალშია
პსჟ დამარცხებულია
პსჟ დამარცხებულია
ჩელსი მეოთხედფინალშია
ჩელსი მეოთხედფინალშია
FIFA THE BEST
FIFA THE BEST
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
დე ლაურენტისი კვარაზე
დე ლაურენტისი კვარაზე
მამარდას 5 სეივი
მამარდას 5 სეივი
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
დაუჯერებელი დრიბლიორი
დაუჯერებელი დრიბლიორი
ბრაის მიტჩელი: „მერაბი არასდროს იღლება, ნამდვილი გიჟია“
Aa Aa
31 იანვარი 2023  |  09:47

ბრაის მიტჩელი: „მერაბი არასდროს იღლება, ნამდვილი გიჟია“

UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ბრაის მიტჩელმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „თაგნესთი“ Real Eyes Recognize Podcast-ის სტუმარი იყო და მარლონ მორაესისა და „მანქანის“ დაპირისპირება გაიხსენა.

„მერაბი გიჟია. მისი და მორაესის ჩხუბი გახსოვთ? ბრძოლის დასაწყისში, მარლონმა მომენტი დაიჭირა და მერაბს მაგრად მოარტყა. დვალიშვილი ჭკვიანურად ჩხუბობდა, მაგრამ მარტივად შეამჩნევდით, რომ მორაესის დარტყმის გამო, ბალანსი დაკარგა. ამის შემდეგ, მარლონმა ავზი მთლიანად დაცალა და თუ გაინტერესებთ, გაიგოთ, MMA-ში ეს ფრაზა რას ნიშნავს, მათი დაპირისპირება ნახეთ.

ამ ჩხუბს ჩემს მეგობრებთან ერთად ვუყურებდი და მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ მორაესმა ავზი მთლიანად დაცალა და მეტოქეს სერიოზული ზიანი მიაყენა, ყველა ამბობდა, რომ ბრძოლა დასრულებული იყო. მერაბს ვიცნობ, მასთან ერთად მივარჯიშია და ვიცი, რომ არასდროს იღლება და არასდროს ნებდება. მიუხედავად ამისა, ბიჭები მეუბნებოდნენ: „ბრაის, ყველაფერი გადაწყვეტილია, ბრძოლა დასრულებულია“. მათ ასე ვუპასუხე: „ასე არაა, მენდეთ. ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლებოდა, მორაესს დამმართოდა. მასზე უფრო ვნერვიულობ, ვიდრე მერაბზე. ის ვეღარაფერს გააკეთებს, მერაბს კი პრობლემები არ ექნება“.

საბოლოოდ, დვალიშვილი ქარიშხალს გაუმკლავდა და გამარჯვება მოიპოვა. მერაბი ძალიან, ძალიან გამძლე მებრძოლია და უყურეთ მისი და მორაესის ჩხუბს და მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ. ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო“.

სხვათა შორის, Real Eyes Recognize Podcast-ის ერთ-ერთი წამყვანი UFC-ის მებრძოლი, კევინ ჰოლანდია და ბრაის მიტჩელის სიტყვების შემდეგ, მან მერაბზე მოკლედ ისაუბრა. ჰოლანდის თქმით, „მანქანას“ თუ ესტუმრებით, სულერთია, გშიათ თუ არა, დვალიშვილი რაღაცას აუცილებლად გაჭმევთ.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„უკრაინას ბოდიშს ვუხდი, ეს მექანიკურად მომივიდა“ - მალინოვსკი გოლოვინთან მისალმებაზე
„უკრაინას ბოდიშს ვუხდი, ეს მექანიკურად მომივიდა“ - მალინოვსკი გოლოვინთან მისალმებაზე