სტეფანო პიოლი
Aa
Aa

„სკუდეტოს ვეღარ მოვიგებთ, მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იქნება“ - პიოლი

იტალიის სერია A-ს 20-ე ტურში „მილანი“ საკუთარ მოედანზე „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და მოულოდნელად, გამანადგურებელი ანგარიშით, 2:5 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ მარცხის მიზეზებზე და გუნდის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

რას ამბობს პიოლი:

ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ბოლო პერიოდში ძალიან გვიჭირს თამაშების ჩატარება, ეს კი გარკვეული ასპექტების შეცვლისკენ მიბიძგებს, განსხვავებული მიდგომა გვჭირდება. ჩვენთვის სკუდეტოსთვის ბრძოლა დასრულებულია, მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა იქნება.

მილანი საკუთარ თავს აღარ ჰგავს. არამხოლოდ 8 თვის წინანდელს, არამედ 3 კვირის წინანდელსაც. მას შემდეგ, როდესაც „რომას“ ვერ მოვუგეთ, ჩვენს ფეხბურთს ვეღარ ვაჩვენებთ. ამ სილას ვერ ვპასუხობთ. აღარ გვაქვს სიმსუბუქე, ამიტომ უფრო კონცენტრირებულად და თავდაჯერებულად უნდა ვიმუშაოთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩემპიონატის წარმატებით ჩამთავრება და ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაცია შეგვიძლია.

მომავალ კვირას დერბი გველის და გვინდა ამ უსიამოვნო სიტუაციიდან რეაგირება სწორედ ამ თამაშში მოვახდინოთ.

20 ტურის შემდეგ „მილანი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 38 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება. სტეფანო პიოლის გუნდს მომდევნო შეხვედრა 5 თებერვალს, „ინტერის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კლუბის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“ - გატუზო ვალენსიას დატოვებას არ გამორიცხავს
„კლუბის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“ - გატუზო ვალენსიას დატოვებას არ გამორიცხავს