სიტი - არსენალი: გუარდიოლა და არტეტა მატჩის შემდეგ
პეპ გუარდიოლამ „არსენალთან“ გამარჯვებაზე ისაუბრა. ინგლისის ასოციაციის თასის მე-4 ტურში „ქალაქელებმა“ „მეთოფეებს“ შინ 1:0 მოუგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
„მეორე ტაიმში ნამდვილად უკეთესები ვიყავით. არსენალმა ნაბიჯი წინ გადადგა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. მათგან პერსონალურად ერთი-ერთზე თამაშს არ ველოდი. შეტევების აგება გაგვიჭირდა. მაგრამ მაინც, პრემიერ ლიგის ლიდერი დავამარცხეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.
რა სეზონს ატარებს აკე! ის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ურთულეს მეტოქეს აკონტროლებდა, რადგან საკა ახლა წარმოუდგენელ ეტაპს გადის.
აკე მართლაც კარგად ეუფლება საბრძოლო ხელოვნებას, ხოლო შორეულ ძელთან და სტანდარტულებზე თამაში მისი დამატებითი ბონუსია. ის არაჩვეულებრივი ბიჭია, იყო პერიოდი, როცა ნათანს თამაში არ უწევდა და ამის გამო არასდროს ჩიოდა“,
- განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა.
მატჩი მიკელ არტეტამაც შეაფასა:
„ძალიან მოწყენილი ვარ. ვფიქრობ, ამ თამაშში ბევრად უკეთესის გაკეთება შეგვეძლო. მატჩის შედეგი ერთმა მოქმედებამ გადაწყვიტა. თამაში დაძაბული იყო, მაგრამ ერთმა მოძრაობამ ყველაფერი შეცვალა.
ვფიქრობ, ბევრად უკეთ შეგვეძლო გვეთამაშა, როცა აკემ გაიტანა. უფრო დისციპლინებურად მოქმედება გვმართებდა, როცა ბურთი ჩვენს საჯარიმოში იყო.
მკაფიო მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ვფიქრობ, ამ თამაშიდან ბევრი დადებითი რამის აღება შეგვიძლია - როგორ მოვემზადეთ, როგორ ვიბრძოლეთ. ამ გუნდთან გამარჯვება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ.
მნიშვნელოვან მატჩებში გადამწყვეტ მომენტში, თქვენ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ უნდა შეცვალოთ. მსგავს მატჩებს ასე იგებენ“.