ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ნაპოლისთვის კვარა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოსიმენი“ - იტალიელი ჟურნალისტი

ანტონიო კორბო ცნობილი იტალიელი ჟურნალისტია, რომელიც La Repubblica-სთვის წერს. დღეს, იგი Radio Marte-ს სტუმარი იყო და „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ვინ უფრო მნიშვნელოვანია ნაპოლისთვის? კვარაცხელია თუ ოსიმენი? მე უპირატესობას ქართველ ფეხბურთელს ვანიჭებ. როცა ის თამაშობს, ნიგერიელის პოტენციალი ორმაგდება, რადგან კვარაცხელიას წარმოსახვის ამოუცნობი უნარი აქვს, შეუძლია, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოს და თამაში შემოატრიალოს. ამ მხრივ, იგი ელმასისგან ძალიან განსხვავდება.

როცა კვარა არ თამაშობს, მოედანზე ჯოვანი სიმეონე უნდა გავიდეს, რათა ოსიმენს მხარი დაუჭიროს. Guardian-ის რეიტინგს რაც შეეხება, მას არ ვეთანხმები. ამ წუთისთვის, რაფაელ ლეაუ ერთ-ერთი ყველაზე იმედგამაცრუებელი ფეხბურთელია და ინგლისურმა ტაბლოიდმა იგი ნაპოლის ტალანტებზე წინ დააყენა“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამ სუპერგოლით ხვიჩას მოგაგონებთ“ - იტალიური მედია კვერნაძეზე
„ამ სუპერგოლით ხვიჩას მოგაგონებთ“ - იტალიური მედია კვერნაძეზე