ბუდუს ტრანსფერი
ბუდუს ტრანსფერი
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
უარი ალ ნასრის
უარი ალ ნასრის
კონატე დინამოში
კონატე დინამოში
გეგუჩაძე ზარანდიაზე
გეგუჩაძე ზარანდიაზე
ბუნდესლიგა დაბრუნდა
ბუნდესლიგა დაბრუნდა
კვარას მიღწევა
კვარას მიღწევა
გულიაშვილის ტრანსფერი
გულიაშვილის ტრანსფერი
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
კუტალიას გოლი
კუტალიას გოლი
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
სად წავა ბუდუ?
სად წავა ბუდუ?
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ცვლილებები ბათუმში
ცვლილებები ბათუმში
ფელიქსი ჩელსიში
ფელიქსი ჩელსიში
სპალეტის შეფასება
სპალეტის შეფასება
სრულფასოვან ვარჯიშს იწყებს - ბოლო ცნობები კვარას მდგომარეობაზე
Aa Aa
25 იანვარი 2023  |  12:18

სრულფასოვან ვარჯიშს იწყებს - ბოლო ცნობები კვარას მდგომარეობაზე

კვირას, სერია A-ს მე-20 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდება.

„პარტენოპეის“ ქართველი შემტევი გრიპისგან სრულად გამოჯანმრთელდა და მოახლოებული შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება. გუშინ ხვიჩამ ორჯერადი ვარჯიში ჩაატარა. კვარამ ჯერ სპორტდარბაზში, შემდეგ კი მცირე დროით მოედანზეც ივარჯიშა.

ცნობილი იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport-ი ქართველი შემტევის შესახებ ბოლო ცნობებს ავრცელებს.

რას წერს GAZZETTA:

კვარაცხელიამ ნაწილობრივ განაახლა მუშაობა გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად, რომელმაც კვირის მოსამზადებელი ეტაპი გუშინ დილით დაიწყო. ქართველმა გუნდთან ერთად ვარჯიშის პირველი ნაწილი ჯერ სპორტდარბაზში, შემდეგ კი მოედანზე ინდივიდუალური პროგრამით შეასრულა.

გრიპის შემდეგ, კვარაცხელია საუკეთესო ფიზიკური ფორმის აღდგენას ყველანაირად ეცდება, თუმცა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ კვირას, „რომას“ წინააღმდეგ მის თამაშს საფრთხე არ ემუქრება. დღეიდან, კვარაცხელია სავარჯიშო პროცესში სრულფასოვნად ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ გრიპის გამო ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა. ხვიჩამ ჯერ „კრემონეზესთან“ კოპა იტალიას მატჩში, შემდეგ კი სერია A-ში, „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშა.

ცნობისთვის, „ნაპოლისა“ და „რომას“ დაპირისპირება 29 იანვარს, საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა