ლუის ენრიკე, ბრაზილია, რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

ენრიკე ბრაზილიის ნაკრებში? - მოლაპარაკებაში რონალდოა ჩართული

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის გარეშე დარჩა. „სელესაომ“ ტიტე გაათავისუფლა და ახლა ახალი სპეციალისტის ძიებაშია.

მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონის ირგვლივ არაერთმა სახელმა გაიჟღერა. დღეს კი გამოცემა Mail Sport ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებას ლუის ენრიკესთან აწარმოებს, რომელიც ასევე მუნდიალის დასრულების შემდეგ ესპანეთმა დაითხოვა. წყაროს ცნობით, მოლაპარაკებაში რონალდო ნაზარიოა ჩართული, რომელიც ყველაფერს ამარტივებს.

Mail Sport წერს, რომ თავად ესპანელი სპეციალისტი უარზე არ არის და პირობების შეთანხმების შემთხვევაში „სელესაოს“ სწორედ ის უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ სპორტულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ ბრაზილიას ჯერ ზინედინ ზიდანის დანიშვნა სურდა, ხოლო შემდეგ კარლო ანჩელოტის, მაგრამ ორივე მათგანმა უარი განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“საუბარი უფრო მცირე მასშტაბის ეკონომიკურ ფენომენზეა“ - ადვოკატი ოსიმენის საქმეზე
“საუბარი უფრო მცირე მასშტაბის ეკონომიკურ ფენომენზეა“ - ადვოკატი ოსიმენის საქმეზე