ანტონიო კასანო
Aa
Aa

კასანო: ნუ ვიტყუებთ თავს, რომ მხოლოდ იუვეა დამნაშავე

ანტონიო კასანომ თაღლითობისთვის 15 ქულა ჩამოკლებულ „იუვენტუსს“ მხარი დაუჭირა.

ფინანსური თაღლითობისთვის ტურინელებს სერია A-ში 15 ქულა დააკლეს და კლუბის მაღალჩინოსნები ფეხბურთიდან რამდენიმე თვითა და წლით მოკვეთეს.

„თუ კანონი იუვენტუსზე ვრცელდება, მაშინ ის ყველა იტალიურ კლუბზე უნდა გავრცელდეს. აშკარაა, რომ იუვეზე გაზეთებში 50 გვერდი დაიწერება, სხვა კლუბები კი ამდენ ყურადღებას ვერ მიიპყრობენ.

ნუ ვიტყუებთ თავს, რომ მხოლოდ იუვეა დამნაშავე. თუ ეს გააკეთეს, მაშინ იგივე სხვა კლუბებმაც გააკეთეს და ისინი ყველანი უნდა დაისაჯონ.

მე იუვენტუსს იშვიათად ვიცავ რაიმე ფორმით, რადგან ისინი საშინელ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მათ მხარეს ვარ. თუ შეცდომას დაუშვებენ, უნდა გადაიხადონ, თუნდაც სერია C-ში დაქვეითება იყოს.

მაგრამ სასჯელი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. ტალღამ უნდა გადაუაროს A, B და C ლიგებსაც“,

- განაცხადა კასანომ BoboTV-ზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: “სერია ა-ს მოგების უპრეცედენტო შანსი გვაქვს“
სპალეტი: “სერია ა-ს მოგების უპრეცედენტო შანსი გვაქვს“