ბორდომ ამხანაგური მატჩი გამართა - ზურიკო გოლით გამოირჩა
ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ ამხანაგური შეხვედრა გამართა და „ანგულემს“ დაუპირისპირდა, რომელიც საფრანგეთის რანგით მე-4 დივიზიონში გამოდის. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მეტოქეს კლასით ბევრად აღემატებოდა და 5:1 იმარჯვა.
საინტერესოა, რომ ფრანგულ პრესაში ამ მატჩის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და ადგილობრივმა პრესამ მას „საიდუმლო შეხვედრა“ უწოდა. მისი დასრულების შემდეგ, „ბორდომ“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ირკვევა, რომ გოლის ერთ-ერთი ავტორი ზურიკო ყოფილა.
[Opposition] Bordeaux s’impose en match d’entraînement ⚽
— FC Girondins de Bordeaux (@girondins) January 20, 2023
➡ https://t.co/z9Py89WLqE pic.twitter.com/j0uIwscvSp
„მაია პირველი იყო, რომელმაც მეტოქის კარის ბადე შეარხია და რამდენიმე წუთის შემდეგ, დუბლი გაიფორმა. გოლი ზურიკო დავითაშვილმაც გაიტანა და იგივე ბაქვამაც გააკეთა, ბოლო ბურთი კი ლაკუას ანგარიშზეა“, - ნათქვამია „ბორდოს“ განცხადებაში.
ცნობისთვის, 19 ტურის შემდეგ, „ბორდოს“ 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებს. ზურიკოს გუნდის მთავარი კონკურენტი მიქაუტაძის „მეცია“. გიორგისა და კომპანიას 31 ქულა აქვთ და მე-3 ადგილზე არიან. „ბორდო“ მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს, „დიჟონის“ წინააღმდეგ გამართავს, „მეცი“ კი იმავე დღეს „ვალანსიენს“ გაეჯიბრება.