ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის ოფიციალური რადიო ხვიჩაზე - „უფრო დიდი შანსია, რომ ითამაშოს“

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დღევანდელი ვარჯიში გააცდინა. „კვარა“ პროფილაქტიკის მიზნით, სახლში დარჩა და იტალიურ პრესში დაიწერა, რომ „სალერნიტანასთან“ მისი თამაში საეჭვოა. ამ ფაქტს „პარტენოპეის“ ოფიციალური რადიო, Kiss Kiss Napoli გამოეხმაურა და საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც გაირკვა, „ნაპოლიმ“ გადაწყვიტა, ხვიჩასთან მიმართებით არ გაერისკა და მას სახლში დარჩენა ურჩია. ეს დღევანდელი ცუდი ამინდითაც იყო განპირობებული და კვარაცხელიას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ, დილით ჩანიშნული ვარჯიშისას მიიღებენ. Kiss Kiss Napoli-ის მიხედვით, უფრო დიდი შანსია, ხვიჩამ „გრანატასთან“ ითამაშოს, ვიდრე მატჩი გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრაში, „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ შინ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას დღეს არ უვარჯიშია - ითამაშებს თუ არა სალერნიტანასთან?
ხვიჩას დღეს არ უვარჯიშია - ითამაშებს თუ არა სალერნიტანასთან?