დანი ალვეში
Aa
Aa

სექსუალური შევიწროება - დანი ალვეშს ხვალ დააკავებენ

დანი ალვეშს სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრებენ. ინფორმაციას antena3-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ალვეშს პარასკევს დააკავებენ. მას ბარსელონას ღამის კლუბ Sutton-ში ახალგაზრდა ქალის სექსუალურ შევიწროებაში ედება ბრალი.

20 იანვარს, დილით, ალვეში უნდა კატალონიის დედაქალაქ Les Corts-ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს. ამის შემდეგ მას პოლიციის მანქანით ერთ-ერთ სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც გამომძიებელს ჩვენებას მისცემს.

აღნიშნულია, რომ მისი მეუღლე დანის იცავს და მას მხარს უჭერს. მისი თქმით, სხვადასხვა გოგოები ალვეშს მუდმივად ეფლირტავებიან. მისი აზრით, დანი მსგავს რამეს არასდროს ჩაიდენდა.

ალვეში, რომელიც ბარსელონაში შვებულებაში იმყოფებოდა, იქ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ იმყოფება.

როგორც წყაროდან გავიგეთ, დანი ღამის კლუბში ახალგაზრდა ქალს მიუახლოვდა და მისი თანხმობის გარეშე, საცვლების ქვეშ ხელი შეავლო. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, როდესაც მან ფეხბურთელისგან თავის დაღწევა მოახერხა, მეგობრებს აცნობა და ღამის კლუბის დაცვასაც გააგებინა, რომლებიც კატალონიის პოლიციას დაუკავშირდნენ.

ბრალდებების შემდეგ, დანიმ დაადასტურა, რომ ის 30 დეკემბერს სატონ კლუბში იმყოფებოდა, მაგრამ უარყო, რომ მან რაიმე მსგავსი ჩაიდინა:

„არასდროს შევჭრილვარ ხალხის პირად სივრცეში. ეს არის ჩემი და ჩემი ახლობლებისთვის ზიანის მიყენების მცდელობა“.

- ამბობს ბრაზილიელი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა“ - სპალეტი კრემონეზესთან მარცხზე
„ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა“ - სპალეტი კრემონეზესთან მარცხზე