ინდიანა პეისერსი, გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 6 წუთი - ინდიანა ოკლაჰომასთან დამარცხდა

NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „ოკლაჰომა სიტი თანდერს“ დაუპირისპირდნენ და 20 ქულის სხვაობით, 126:106 დამარცხდნენ.

ქართველი ცენტრი პარკეტზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. გოგამ მეოთხე მეოთხედის დასკვნითი წუთები თამაშა და საერთო ჯამში 6 წუთზე ოდნავ მეტი დაეთმო. ამ დროის განმავლობაში გოგამ 4-დან 2 საჯარიმო სროლა ჩააგდო და ორქულიანის 3 მცდელობიდან ზუსტად ვერცერთი ისროლა. ორ ქულას გოგამ შეტევაში სამი მოხსნაც დაუმატა და ერთხელ ჩაჭრა მეტოქის შეტევა. ასევე, ბურთი ერთხელ დაკარგა და მატჩი ჯარიმის გარეშე დაასრულა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოკლაჰომას კალათბურთელი, გილჯეს-ალექსანდერი გახდა, რომელმაც ინდიანელებს 23 ქულა ჩაუგდო. გამორჩეული იყო ლუ დორტიც, რომელმაც მეტოქის ფარზე 22 ქულა მოაგროვა და ასევე 11 მოხსნის შესრულებაც შეძლო. ორმაგი დუბლი ჰქონდა კენ უილიამსსაც - 12 ქულა, 11 აასისტი.

ბითაძის გუნდიდან  ენდრიუ ნემბჰერდი გამოირჩა, რომელმაც მატჩი 18 ქულით, 5 მოხსნით, 7 ასისტით და 2 ჩაჭრით დაასრულა.

ინდიანა მომდევნო შეხვედრას ხვალ, სტუმრად, „დენვერ ნაგეთსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გოლდენ სტეიტის კალათბურთელებს უმასპინძლა
ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გოლდენ სტეიტის კალათბურთელებს უმასპინძლა