ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ყველა რეპერს კვარასავით ვცდები“ – Shade-ის ფრისტაილი გაძეტასთვის

Shade იტალიელი რეპერია, რომელიც 2013 წელს, სატელევიზიო შოუს, MTV Spit-ის გამარჯვებული გახდა. გუშინ, იგი Gazzetta dello Sport-ის Twitch-ის არხზე გასული გადაცემის სტუმარი იყო და მაყურებლებს ფრისტაილი აჩუქა.

მათ იტალიელ რეპერს რთული სიტყვები შეურჩიეს, რომელთა მეშვეობითაც მას ფრისტაილი უნდა აეწყო და ერთ-ერთი „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გვარი გახლდათ. Shade-მა ეს ურთულესი გამოწვევა ასე დაძლია: „ყველა რეპერს კვარაცხელიასავით (იგულისხმა ის თუ რა მარტივად ცდება ხვიჩა თავის მეურვეებს) ვცდები“.


შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ ბოლოს „იუვენტუსთან“ ითამაშა და ონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, პირველი გოლის მომენტში კი, მისი დარტყმა შესნიმ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო. „კვარას“ „ნაპოლის“ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს, „სალერნიტანას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Daily Mail ხვიჩაზე: უდავოა, რომ სერია A-ში ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია
Daily Mail ხვიჩაზე: უდავოა, რომ სერია A-ში ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია