ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

გამოკვლევა სჭირდება - ლოჩოშვილი ტრავმირებულია

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „კრემონეზეს“ უმასპინძლებს. დიდი შანსი იყო, რომ ქართული დუელი გვენახა. ხვიჩა კვარაცხელია ლუკა ლოჩოშვილის წინააღმდეგ. მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდება.

„კრემონეზემ“ განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი არ ფიგურირებს. CrystalSport-ის ინფორმაციით, ლოჩოშვილს კუნთის დაჭიმულობა აქვს და ხვალ გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს. სწორედ ამ მიზეზით არ იმყოფება ლუკა განაცხადში. გამოკვლევის შედეგად, ცნობილი გახდება, თუ რამდენ ხანს გამოტოვებს „ჯვაროსნების“ ცენტრალური მცველი.

შეგახსენებთ, რომ ლუკა იტალიურ კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყების წინ შეუერთდა და დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ცნობისთვის, „კრემონეზე“ მიმდინარე სეზონის სერია ა-ში საშინლად გამოიყურება და არცერთი მოგება არ აქვს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 7 ქულით ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფება. „ნაპოლისა“ და კრემონეზეს“ დაპირისპირება 17 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შემადგენლობა ცნობილია - ბათუმის დინამო თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა
შემადგენლობა ცნობილია - ბათუმის დინამო თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა