რიშარლისონი, ბრაზილიის ნაკრები
Aa
Aa

„ეს ემოცია ოჯახის წევრის დაკარგვაზე უარესია“ - რიშარლისონი ხორვატიასთან მარცხზე

ბრაზილიის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა, რიშარლისონმა მსოფლიო ჩემპიონატიდან „სელესაოს“ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნა კიდევ ერთხელ გაიხსენა.

ESPN Brasil-თან ინტერვიუში 23 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ ¼ ფინალში მარცხის შედეგად მიღებული შოკი თავს ახლაც ახსენებს.

რა თქვა რიშარლისონმა:

ეს ძალიან დიდი შოკი იყო... არ ვიცი რა ვთქვა. ვფიქრობ, ოჯახის წევრის დაკარგვაზე უარესია. ამის დავიწყება რთულია. დღესაც, როდესაც სოციალურ ქსელში ვიდეოებს ვუყურებ, ძალიან მოქმედებს.

მაგრამ ასეთია ფეხბურთი და გზა უნდა გავაგრძელოთ. ჯერ ახალგაზრდა ვარ და მჯერა, რომ კიდევ ერთ, ან ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ.

ჩვენი მიზანი ჩემპიონობა იყო. სერბეთთან ძალიან ლამაზი გოლიც გავიტანე, მაგრამ ეს ჩემი მიზანი არ ყოფილა. თასის ასაღმართად წავედით. ამით ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენ მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის, ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. ვფიქრობ, ამ ტურნირის შემდეგ ხალმა ჩემი უფრო უკეთ გაცნობა დაიწყო. ეს მუნდიალი ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები ¼ ფინალში ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 მორჩა. დამატებით ტაიმებში გუნდებმა ერთმანეთის კარში თითო-თითო ბურთი გაიტანეს, პენალტების სერიაში უფრო ძლიერი ხორვატიის ნაკრები აღმოჩნდა და 4:2 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რა არის შენი ჯადოსნური მომენტი? დაბადება..“ - მე პელე ვარ
“რა არის შენი ჯადოსნური მომენტი? დაბადება..“ - მე პელე ვარ