გია გეგუჩაძე, ბათუმის დინამო
Aa
Aa

შემადგენლობა ცნობილია - ბათუმის დინამო თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა

საფეხბურთო კლუბი ბათუმის „დინამო“ შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გია გეგუჩაძის გუნდი თურქეთში 28 იანვრამდე დარჩება და სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

ოლექსანდრ ტკაჩენკო, ივანე ფოცხვერია და გიორგი ხარებავა გუნდში გამოსაცდელი ვადით არიან. მათთან დაკავშირებით გია გეგუჩაძე გადაწყვეტილებას შეკრების დასრულების შემდეგ მიიღებს. ასევე, რამდენიმე ახალი მოთამაშე აჭარულ გუნდს მიმდინარე შეკრებაზე შეუერთდება.

ბათუმის „დინამო“ თურქულ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარე: ანტონ ჩიჩკანი, გიორგი ბეგაშვილი, ლუკა ხარატიშვილი

მცველები: მამუკა კობახიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, სტეფან ჰაიდენი, გიორგი რეხვიაშვილი, ლუკა ქაფიანიძე, მუხრან ბაგრატიონი

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გუგა ფალავანდიშვილი, გიორგი ზარია, ირაკლი ბიძინაშვილი, ლუკა ზარანდია, ალექსანდრ იაკობსენი, ივანე ფოცხვერია, გიორგი ხარებავა

თავდამსხმელები: ფლამარიონ ჯოვინო, მათე ვაწაძე, თორნიკე კაპანაძე, გიორგი კვერნაძე, პაატა ღუდუშაური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს“ - ხვიჩას მშობლები შვილის წარმატებაზე
„ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს“ - ხვიჩას მშობლები შვილის წარმატებაზე