ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბორდოს მფლობელი ტრანსფერებზე: „ზურიკოს მსგავს ფეხბურთელებს მოვძებნით“

„ბორდოს“ მფლობელი, ხერარდ ლოპესი გუნდის მიერ დაფიქსირებული შედეგებით უკმაყოფილოა და ვითარების გამოსწორება სურს. ლოპესი „ბორდოს“ ბოლო შეხვედრაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ილაპარაკა.

„როცა თამაშზე ხარ ორიენტირებული, მეტოქეებს პრობლემებს უქმნი, მაგრამ სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ფეხბურთელებმა გუნდს რაღაც უნდა შესძინონ, რათა სასტარტოს მოთამაშეებმა კონცენტრაცია შეინარჩუნონ. ხარისხი გვაქვს, ბევრს ვმუშაობთ და სამარცხვინოა, მოგებას ხელიდან ასე რომ ვუშვებთ. კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ და ქულების სულელურად დაკარგვის გამო, ბრაზი სწორედ ამიტომ ჩნდება.

ტრანსფერებს რაც შეხება, აღზევება გვინდა და უნდა გავრისკოთ. გამომდინარე აქედან, არ დაველოდებით, გუნდს ვინ დატოვებს და ახალ ფეხბურთელებზე გადავერთვებით. ვფიქრობ, მოვძებნით მოთამაშეებს, რომლებსაც ზურიკოს მსგავსი სტილი ექნებათ. მხოლოდ საფეხბურთო პროფილზე არ მაქვს საუბარი. ვგულისხმობ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც ჩვენთან სხვა ჩემპიონატებიდან გადმოვლენ“.

ცნობისთვის, 19 ტურის შემდეგ, „ბორდოს“ 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებს. ზურიკოს გუნდის მთავარი კონკურენტი მიქაუტაძის „მეცია“. გიორგისა და კომპანიას 31 ქულა აქვთ და მე-3 ადგილზე არიან. „ბორდო“ მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს, „დიჟონის“ წინააღმდეგ გამართავს, „მეცი“ კი იმავე დღეს „ვალანსიენს“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინავს და დიდი კლუბების ყურადღებას იპყრობს“ - გაზაევი ხვიჩაზე
„ბრწყინავს და დიდი კლუბების ყურადღებას იპყრობს“ - გაზაევი ხვიჩაზე