ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი, ლონდონის არსენალი
Aa
Aa

არსენალის ტოპ 5 სამიზნე - ხვიჩა ლონდონური კლუბის რადარზეა

ბრიტანული Express-ის ინფორმაციით, ლონდონის „არსენალის“ ერთ-ერთი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელიაა. მიხაილო მუდრიკის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ მეთოფეების სასურველ ხუთ ფეხბურთელში ნაპოლის ქართველი შემტევის გვარი ფიგურირებს.

აღნიშნულ ხუთეულში სერია ა-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი, „იუვენტუსის“ ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი მოიაზრება. „კალჩომერკატოს“ ინფორმაციით, „არსენალი“ მზადაა ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 71 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს.

კვარაცხელიას შესახებ 90min-იც წერს, რომლის მიხედვით ხვიჩა „არსენალის“ რადარზეა.

არტეტას გუნდში კონკურენციის გაზრდა სურს და ერთ-ერთ ვარიანტად კვარაცხელიას განიხილავს. სატრანსფერო ფანჯარა თვის ბოლომდე გრძელდება. შესაძლოა, მეთოფეებმა „პარტენოპეის“ უახლოეს დღეებში ოფიციალური წინადადებით მიმართონ, თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ ჩრდილოლონდონურმა კლუბმა 21 წლის გარემარბის გადაბირება მიმდინარე თვეში მოახერხოს, რადგან ლუჩანო სპალეტის გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტია. გარდა ამისა, იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხვიჩასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს, რომელიც უახლოეს პერიოდში ოფიციალურ სახეს მიიღებს.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, „ილ მატინოს“ ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენით „არსენალი,“ „ნიუკასლი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებიან. ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელის სანაცვლოდ 150 მილიონს ითხოვს. აღნიშნულ გუნდებს ნაპოლის ფორვარდის დამატება ახალი სეზონისთვის სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინავს და დიდი კლუბების ყურადღებას იპყრობს“ - გაზაევი ხვიჩაზე
„ბრწყინავს და დიდი კლუბების ყურადღებას იპყრობს“ - გაზაევი ხვიჩაზე