არსენალი, ჩელსი, მიხაილო მუდრიკი
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს

ბოლო დღეების განმავლობაში მიხაილო მუდრიკის გადასაბირებლად ლონდონის „არსენალი“ ყველაფერს აკეთებდა. დონეცკის შახტარი 100 მილიონს ითხოვდა და „მეთოფეები“ სატრანსფერო ღირებულების შემცირებას ცდილობდნენ.

ამ მცდელობის ფონზე კი „ჩელსიმ“ ისარგებლა. დღეს ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ „არისტოკრატების“ წარმომადგენლები პოლონეთში გაემგზავრნენ და უკრაინულ კლუბს მუდრიკის სანაცვლოდ 100 მილიონი შესთავაზეს.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, რომანომ დაადასტურა, რომ „ჩელსისა“ და „შახტარს“ შორის შეთანხმება შედგა. 22 წლის უკრაინელი გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს და ლონდონში რამდენიმე საათში გაფრინდება.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის თქმით, სამედიცინო შემოწმება სულ მალე მოხდება და დიდი ალბათობით ხვალ მიხაილო „ჩელსის“ ოფიციალურად შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რონალდუს ნახვის დრო არ მქონდა“ - ბენზემამ კრიტიკოსებს უპასუხა
“რონალდუს ნახვის დრო არ მქონდა“ - ბენზემამ კრიტიკოსებს უპასუხა