ხვიჩა კვარაცხელია იუვესთან მატჩში ძირითად შემადგენლობაშია
სერია A-ს მე-18 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უპრინციპულესი დაპირისპირება ელის. „პარტენოპეი“ დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე ერთ-ერთ მთავარ კონკურენტსა და მოსისხლე მტერს, „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება და მატჩი რამდენიმე წუთში დაიწყება.
ნეაპოლური გრანდის თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმ ქართველ ფეხბურთელს ნდობა გამოუცხადა და იგი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა. „კვარას“ მხარდამხარ შეტევაში ვიქტორ ოსიმენი და მატეო პოლიტანო იასპარეზებენ.
???? I NOSTRI 11:
— Official SSC Napoli (@sscnapoli) January 13, 2023
Meret, Di Lorenzo, Rrahmani, Minjae, Mario Rui, Anguissa, Lobotka, Zielinski, Politano, Osimhen, Kvaratskhelia.#NapoliJuve
???? #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/ZM1tYrvEAY
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 44 ქულა აქვს და „იუვენტუსს“ 7 ქულით უსწრებს. „ბიანკონერი“ „მილანთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს და რამდენიმე იტალიური გამოცემის მიხედვით, ამ შეხვედრას სკუდეტოსთვის ბრძოლაში უდიდესი დატვირთვა ექნება.