კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ: „ტიტულები გოლებს მირჩევნია“

„ალ-ნასრის“ სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ Livescore-ის Youtube არხს ესაუბრა და 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა. იმ შეხვედრაში, პორტუგალიელმა ანგარიში გახსნა, თუმცა პენალტების სერიაში თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

„ჩემპიონთა ლიგის ფინალები ყოველთვის განსაკუთრებულია და ასეთი მომენტებისას შენი გული სულ სწრაფად ფეთქავს. მახსოვს, ანგარიში როგორ გავხსენი და შემდეგ, ჩეხმა პენალტი როგორ ამიღო. ჩემი სახე ჯერ მხიარული იყო, შემდეგ დამწუხრებული გახლდათ, ბოლოს კი ბედნიერი გამომეტყველება მქონდა. ერთ თამაშში ჩემი განწყობა სამჯერ შეიცვალა და ეს დაუჯერებელი იყო“.

რონალდუმ ტიტულების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა: „ტიტულების მოგება ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნებაა. მთელი წლის განმავლობაში საკუთარ თავს რაღაც მნიშვნელოვნის მოგებას უძღვნი და წარმატების მიღწევა გსურს. ეს რთულია, მაგრამ გოლებს ტიტულები მირჩევნია. იბრძვი, ყოველდღიურად ვარჯიშობს და საკუთარ ცხოვრებას გამარჯვებას უძღვნი. ვფიქრობ, ტიტულები გოლებზე მნიშვნელოვანია“.

შეგახსენებთ, რომ „ალ-ნასრში“ რონალდუს დებიუტი „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩანიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში ვიხილავთ, რომელიც 19 იანვარს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხაბიბის გეგმები - ქართველი მოჭიდავეების მეტოქეები არწივის მოწაფეები იქნებიან
ხაბიბის გეგმები - ქართველი მოჭიდავეების მეტოქეები არწივის მოწაფეები იქნებიან