ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, მარიო რუი
Aa
Aa

გაფრთხილება იუვენტუსს - სერია A-ს ტოპ 3 ფეხბურთელი ნაპოლის წარმოადგენს

ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა, Whoscored-მა „ნაპოლი“ - „იუვენტუსის“ უპრინციპულეს დაპირისპირებას პოსტი მიუძღვნა. Whoscored-მა სერია A-ს ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეფასება აქვთ.

„საუკეთესო შეფასების მქონე ფეხბურთელები სერია A-ს მიმდინარე სეზონში. 1 - ხვიჩა კვარაცხელია (7.39) 2 - ვიქტორ ოსიმენი (7.31) 3 - მარიო რუი (7.28). ესაა გაფრთხილება იუვენტუსისთვის, რომელიც დღეს ნაპოლის ხვდება“.

შეგახსენებთ, რომ „კვარას“ დღეს რა თქმა უნდა, სასტარტო შემადგენლობაში ელიან. იტალიური პრესა აქტიურად წერს, რომ სპალეტი ხვიჩასთან განცალკევებით მუშაობს, მას ერთი-ერთზე ხშირად ესაუბრება, რომ ქართველმა თავისი ძველებური ფორმა მაქსიმალურად სწრაფად აღიდგინოს.

ცნობისთვის, მატჩი თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება და სპალეტის ბიჭები შეეცდებიან, თავიანთ უშუალო კონკურენტთან უპირატესობა გაზარდონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის იმას ხედავდა, რაც სხვებს არ შეეეძლოთ“ - ლეონ კინგი ხვიჩაზე
„ის იმას ხედავდა, რაც სხვებს არ შეეეძლოთ“ - ლეონ კინგი ხვიჩაზე