მოურინიო: პორტუგალიის ნაკრების ჩაბარების ერთადერთი კანდიდატი ვიყავი
„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფერნანდუ სანტუშის დათხოვნის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ის არა მხოლოდ ნომერ პირველი კანდიდატურა, არამედ ერთადერთიც იყო.
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ფედერაციის პრეზიდენტს. ფერნანდო გომესმა რაც მითხრა, ამან ძალიან გამახარა და ამაყი ვარ. მან თქვა, რომ მე ვიყავი არა მხოლოდ პირველი ვარიანტი, როგორც ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, არამედ ერთადერთი.
მან ყველაფერი გააკეთა, რომ უკან სახლში დავებრუნებინე. ეს იყო დიდი პატივი ჩემთვის, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე უარი მეთქვა. მე აქ ვარ რომში, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია“.
- განაცხადა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები ბელგიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ჩაიბარა. ამ გადაწყვეტილებას ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, რადგან მარტინესის ბელგიაში მუშაობა არც ისე კარგად შეფასდა.