ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მისი ქართული ბანერი ვერ შენიშნა და ატირდა - კვარას პატარა ემოციური ქომაგი

„ნაპოლის“ პატარა ქომაგი გაბრიელე ხვიჩა კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარია და ვარჯიშის წინ, ბაზაზე „კვარას“ სპეციალური ბანერით დახვდა, რომელზე დაწერილი ტექსტის შედგენაში მისი ბებიის ქართველი მომვლელი დაეხმარა.

„შენ ხარ ძლიერი, ძალიან გთხოვ მომეცი შენი მაისური, შენი ფანი გაბრიელი“.

- ეწერა პატარა ქომაგის ბანერზე.

საბოლოოდ, როგორც Spazio Napoli წერს, ხვიჩამ ბავშვი ვერ შენიშნა და ქომაგებს სწრაფად გასცდა, რის შემდეგაც მისი პატარა გულშემატკივარი ატირდა.

ეს კადრები ინტერნეტსივრცეში მალევე გავრცელდა. იტალიელი ჟურნალისტები და ქომაგები ვიდეოს გამოხმაურებებში „ნაპოლისა“ და კვარას მოუწოდებენ, რომ ბავშვი უყურადღებოდ არ დარჩეს და მას ოცნება მალე აუხდინონ.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს (23:45) სერია A-ში „ნაპოლი“ სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს და „დიეგო მარადონაზე“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გატუზო: კურტუა? დღეს ჩემმა მეკარემაც 4-5 ძალიან კარგი ბურთი მოიგერია
გატუზო: კურტუა? დღეს ჩემმა მეკარემაც 4-5 ძალიან კარგი ბურთი მოიგერია