ერიკ კანტონა
Aa
Aa

კანტონა: ფეხბურთს აქვს ძალა ცვლილებებისთვის - პოლიტიკოსების მარიონეტები არ უნდა იყოთ

ერიკ კანტონამ ფეხბურთსა და პოლიტიკას შორის კავშირზე ისაუბრა.

„პოლიტიკა ფეხბურთს ყოველთვის იყენებდა და მე ეს თემა ყოველთვის მაინტერესებდა. როდესაც სამხრეთ აფრიკაში პარტეიდი იყო, ხალხს არ სურდა იქ თამაში. ახლა თითქოს სხვაგვარადაა.

ახლა ჩვენ ვერ ვიპოვით ვინმეს, ვისაც ბრძოლა უნდა. დიდი საფეხბურთო ორგანიზაციები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ბევრს არაფერს აკეთებენ. მათი ძალაუფლების გამოყენების ნაცვლად, ისინი მიდიან იქ, სადაც ფულია.

ფეხბურთი ძალიან პოპულარულია, ძალიან ძლიერი და ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამით რაღაცის შესაცვლელად, ნაცვლად იმისა, რომ ვიყოთ პოლიტიკოსების მარიონეტები“.

შეგახსენებთ, რომ ერიკ კანტონა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კატარის მუნდიალის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, მუშების დაღუპვის შემთხვევებზე და სხვა მოვლენებზე საჯაროდ ისაუბრა. ფრანგმა თავისი სტილი არც ამჯერად დაარღვია და კვლავ მოურიდებლად ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა ამით იყო შეპყრობილი“ - რონალდუმ კარიერის გამორჩეული მომენტი დაასახელა
„ყველა ამით იყო შეპყრობილი“ - რონალდუმ კარიერის გამორჩეული მომენტი დაასახელა