იუსუფა მუკოკო
Aa
Aa

სკანდალი მუკოკოს გარშემო - 18-ის კი არა 22 წლისაა

„დორტმუნდის“ პერსპექტიული ფეხბურთელის, იუსუფა მუკოკოს გარშემო სკანდალი აგორდა და ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. გერმანული გამოცემა, Sport.de იუწყება, რომ მას ასაკი გადაკეთებული აქვს და რეალურად, 18 წლის კი არა, 22-ისაა.

ცნობილი გამოცემის მიხედვით, მუკოკოს მამინაცვალმა ჟურნალისტს „შავ-ყვითლების“ შემტევის დაბადების სერტიფიკატი გაუგზავნა, რომელიც 2000 წლით თარიღდება, მაგრამ მისი გამოქვეყნება აუკრძალა. ამასთან, კითხვის ნიშნები იმის გამოც გაჩნდა, რომ მუკოკოს თინეიჯერულ ასაკში შედარებით უფროსი პარტნიორები ჰყავდა.

მუკოკოს ასაკის საკითხმა აქტუალურობა მას შემდეგ შეიძინა, რაც კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ 17 წლამდე ნაკრების 21 მოთამაშე დისკვალიფიკაციით დასაჯა. ოფიციალური განცხადების მიხედვით, ამის მიზეზი მათ ასაკთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვებია, რომლებიც ტესტების შედეგებმა გაამყარა. მუკოკო კამერუნში, იაუნდეში დაიბადა და გერმანული გამოცემის მიხედვით, არის ვარაუდი, რომ მისი ასაკიც შეცვლილია.

Daily Mail-ის ინფორმაციით, მუკოკოს გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, პრემიერ ლიგის წარმომადგენელმა კლუბებმა მის გაფორმებაზე უარი თქვეს. არადა, მას რამდენიმე ინგლისური კლუბი აკვირდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფერარი ტვინგოში გაცვალე“ - შაკირამ პიკეზე სიმღერა ჩაწერა
„ფერარი ტვინგოში გაცვალე“ - შაკირამ პიკეზე სიმღერა ჩაწერა