იუვენტუსი, ნაპოლი, ფედერიკო კიეზა
Aa
Aa

ნაპოლისთან მატჩის წინ - ვლაჰოვიჩი დაბრუნდა, კიეზა ძირითადში იქნება

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ ესტუმრება. მატჩის წინ, ტურინელთა ბანაკში სასიამოვნო ინფორმაციაა.

მცირე დაზიანება აღენიშნებოდა კიეზას, რომლის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ასევე, ტრავმა ჰქონდა დუსან ვლაჰოვიჩს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩმა ვარჯიში განაახლა და საჭიროების შემთხვევაში მასიმილიანო ალეგრის მისი გამოყენება შეეძლება. რაც შეეხება კიეზას, ახალგაზრდა შემტევს არანაირი დისკომფორტი აღარ აქვს და ძირითად შემადგენლობაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ცუდი დასაწყისის შემდეგ, „ბებერმა ქალბატონმა“ სერია ა-ში ზედიზედ 8 მატჩი მოიგო და გაცილებით კარგ ფორმაშია. „ნაპოლი“ კი პირიქით. „პარტენოპეიმ“ 2023 წელი „ინტერთან“ მარცხით დაიწყო, მაგრამ გასულ ტურში „სამპდორიას“ 2:0 მოუგო.

„ნაპოლისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ დაპირისპირება 13 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დეშამი: ლე გრემ თავად აღიარა შეცდომა და კარგია, რომ ბოდიში მოიხადა
დეშამი: ლე გრემ თავად აღიარა შეცდომა და კარგია, რომ ბოდიში მოიხადა