იუვენტუსი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Sky Italia - კვარაცხელია,ლოსანო,პოლიტანო - ტრიო ისევ ცოცხალია

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ნაპოლი“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, ავტორიტეტულმა გამოცემა Sky Italia-მ ლუჩიანო სპალეტის სათამაშო გეგმებზე ისაუბრა.

რას წერს Sky Italia?

„სპალეტისთვის ფიქრები და ეჭვები სასიამოვნო უხერხულობას ქმნის, რადგან მას ეს ყველაფერი აქვს. ეს არის მატჩი, რომელიც მნიშვნელოვანია ემოციური მდგომარეობისთვის და რა თქმა უნდა, სატურნირო ცხრილისთვის. ყველა ბილეთი გაყიდულია. ჩვენ გარკვეულწილად ანალიზი ჩავატარეთ და სავარაუდო შემადგენლობა დავასახელეთ.

შეტევის ხაზში ოსიმენი უკონკურენტოა. ტაქტიკა კი 4-3-3 იქნება. ვიქტორის უკან კვარაცხელია-ლოსანო-პოლიტანოს ტრიო ისევ ცოცხალია. ეს არის სპალეტის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა. არსებობს ეჭვი ელმასზე, რომელიც აშკარად კარგ ფორმაშია, მაგრამ ზიელინსკი არის ფეხბურთელი, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში ყოველთვის ძირითადშია.

ასევე, მარიო რუი უკან კარგად დგას, მაგრამ სპალეტის სიაში ოლივერიაც არის და ვარაუდები აქაც ჩნდება. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ძირითად შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ იქნება.“

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ დაპირისპირება 13 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს საღამო ჯადოქარ კვარას დააბრუნებს“ - ხვიჩა იუვესთან ძირითადში იქნება
„ეს საღამო ჯადოქარ კვარას დააბრუნებს“ - ხვიჩა იუვესთან ძირითადში იქნება