ზინედინ ზიდანი, ნოელ ლე გრე, დიდიე დეშამი
Aa
Aa

დეშამი: ლე გრემ თავად აღიარა შეცდომა და კარგია, რომ ბოდიში მოიხადა

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ნოელ ლე გრეს უღირს კომენტარსა და პოსტიდან მის დათხოვნას გამოეხმაურა.

„სანამ ვინმე ამის შესახებ კითხვას დასვამს, პრეზიდენტის განცხადებებზე მინდა რამდენიმე სიტყვა თავად ვთქვა. როგორც თავად აღნიშნა და აღიარა, მისი კომენტარები შეუსაბამო იყო. ვფიქრობ, კარგია, რომ მან ზიზუს ბოდიში მოუხადა.

სპორტულმა ვითარებამ გაჩენა ჩემსა და ზინედინს შორის სპორტული შეჯიბრის გაჩენა განაპირობა, თუნდაც იმავე თანამდებობაზე. მე ყოველთვის დიდ პატივს ვცემ მას, იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ერთად გამოვიარეთ, როგორც ფეხბურთელებმა, იმის გათვალისწინებით, თუ რას მიაღწია მან სამწვრთნელო კარიერაში, რას ნიშნავს ფრანგული ფეხბურთისთვის და ზოგადად სპორტისთვის",

- განაცხადა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ ნოელ ლე გრე პოსტს დროებით ჩამოაშორეს. ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო და ლე გრეს უფლებამოსილება მინიმუმ აუდიტის პროცესის დასრულებამდე შეუჩერა, რომელიც ფედერაციაში უნდა ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი: რონალდუ ძალიან კონკურენტუნარიან ლიგაში გადავიდა
ჩავი: რონალდუ ძალიან კონკურენტუნარიან ლიგაში გადავიდა