ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: კარგი გუნდი გვყავს, სიტისთან მატჩის შედეგი ჩვენზეა დამოკიდებული

შაბათს, პრემიერ ლიგაში დიდი მატჩია - „ოლდ ტრაფორდს“ „მანჩესტერ სიტი“ ეწვევა. მანჩესტერულ დერბიმდე „მანკუნიანელთა“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ჩვენ ნებისმიერ გუნდთან ბრძოლა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, როცა მანჩესტერ სიტი საუკეთესო ფორმასია, ის ყველასთვის რთული მეტოქეა.

მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო თამაში, რის შემდეგაც შანსი გვექნება. თუ ამას არ გავაკეთებთ და ისე ვითამაშებთ როგორც პირველ შეხვედრაში, მაშინ არანაირი შანსი არ გვექნება.

ახლა შედეგი ჩვენზეა დამოკიდებული. კარგი გუნდი გვყავს, რომელიც სწორად მუშაობს, საქმისადმი სწორ დამოკიდებულებას ავლენს. შაბათს გამარჯვებულის სულის გამოვლენა გვჭირდება“.

- ამბობს ტენ ჰაგი.

შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილში 17 ტურის შემდეგ „სიტი“ 39 ქულით მეორეა, „იუნაიტედი“ კი 35 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლე გრე პოსტს ჩამოაშორეს - აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება
ლე გრე პოსტს ჩამოაშორეს - აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება