სიტყვიერი შეთანხმება შედგა - ვეგჰორსტს მანჩესტერამდე ერთი ნაბიჯი აშორებს
კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ცენტრალური თავდამსხმელის ძიებაშია. ერიკ ტენ ჰაგმა არაერთი ფეხბურთელი ისურვა, მაგრამ საბოლოოდ ვუტ ვეგჰორსტი მიიღო.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „“მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნიდერლანდელ თავდამსხმელთან სრულ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. თურქული კლუბი 3 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ტრანსფერი იჯარის წესით შედგება.
არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მოსაგვარებელია. „ბეშიქთაში“ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება თანახმა, თუ ვეგჰორსტის შემცვლელს იპოვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ვუტს თურქეთიდან არ გამოუშვებენ. იჯარა კი „ბარნლისთან“ გაფორმდება, რადგან 30 წლის თავდამსხმელი ინგლისური გუნდის საკუთრებაა და „ბეშიქთაშში“ იჯარის წესით თამაშობს.
Excl: Manchester United have reached full, verbal agreement to sign Wout Weghorst! Understand deal will cost around €3m to Besiktas — Weghorst will join on loan from Burnley. ???????? #MUFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 10, 2023
Final step needed: Besiktas will only approve the deal if they find the right replacement. pic.twitter.com/3lLOoyA6h2
შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგს ჟოაუ ფელიქსის გადაბირება სურდა, თუმცა მას კონკურენციას ლონდონის „არსენალი“ და ლონდონის „ჩელსი“ უწევდნენ. საბოლოოდ, პორტუგალიელი ფეხბურთელი იჯარის წესით „არისტოკრატებს“ შეუერთდა და მომავალი 6 თვის განმავლობაში „ლურჯებისთვის“ შეუტევს.