ვაუტ ვეგჰორსტი
Aa
Aa

სნეიდერი ვეგჰორსტზე: „პრემიერ ლიგაში მისნაირი 300 ფეხბურთელი თამაშობს“

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ვესლი სნეიდერი ვაუტ ვეგჰორსტისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. სნეიდერი გაკვირვებულია, „წითელ ეშმაკებს“ მისი გადაბირება რომ სურთ და აცხადებს, რომ პრემიერ ლიგაში ვეგჰორსტის მსგავსი 300 ფეხბურთელი მაინც თამაშობს.

„ვფიქრობ, მათ არგენტინასთან გამართულ მატჩში ნიდერლანდელთა საჯარიმო დარტყმა უკვე ნახეს და ინგლისში იმავე შეცდომებს არ დაუშვებენ. თავად ფეხბურთელს რაც შეეხება, არის ვეგჰორსტი მოთამაშე, რომელსაც იუნაიტედი ელოდება? არ მგონია, ასე იყოს. პრემიერ ლიგაში მისი მსგავსი 300 ფეხბურთელი მაინცაა და ეს ტრიუკი უნდა იყოს. შეუძლებელია, ეს სიმართლე იყოს“.

შეგახსენებთ, რომ ვეგჰორსტს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა ძალიან უნდა. 30 წლის ფორვარდი „ბარნლის“ საკუთრებაა და „ბეშიქთაშშია“ განათხოვრებული. თურქული პრესის ცნობით, იგი მზადაა, „შავ-თეთრებს“ კომპენსაცია თავად გადაუხადოს და სანაცვლოდ „ოლდ ტრაფორდზე“ წასვლის უფლება მიიღოს.

საინტერესოა, რომ ბრიტანული პრესის მიხედვით, „წითელი ეშმაკებს“ ამბიციური გეგმები აქვთ და არ აპირებენ, ვეგჰორსტზე იმედები გრძელვადიან პერსპექტივაში დაამყარონ. Sky Sport-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „იუნაიტედი“ ჰარი კეინის, ვიქტორ ოსიმენის ან ბენჟამინ შეშკოს გადაბირებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები