ლუკაშ პოდოლსკი
Aa
Aa

პოდოლსკი თავისი საქველმოქმედო ტურნირის მატჩში გააძევეს

„ბაიერნისა“ და „არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი, ლუკაშ პოდოლსკი თავისივე საქველმოქმედო ტურნირის მატჩში გააძევეს. გერმანიის ნაკრების ექს-მოთამაშე „შაუნსლენდ რეიზენ თასზე“ ასპარეზობდა და „გორნიკ ზაბრზეს“ რიგებში თამაშობდა.

პოდოლსკი წლებია აღნიშნულ საქველმოქმედო კამპანიაშია ჩართული, თუმცა წლეულს, ნერვები ვერ მოთოკა. მატჩის მიმდინარეობისას, პოდოლსკიმ ერთ-ერთი მეტოქე წააქცია და შემდეგ მსაჯს სიტყვიერად დაუპირისპირდა. რეფერიმ გერმანელს წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

პოდოლსკის გამოხტომები ამით არ დასრულებულა. მოედნის დატოვების შემდეგ, მან წყლის ბოთლი აიღო და მსაჯების მიმართულებით ისროლა. მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და „როტ-ვაის ესენთან“ დამარცხდა. საბოლოოდ, „გორნიკმა“ მე-3 ადგილი დაიკავა, „ესენი“ კი ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის ფეხბურთელს „კიოლნში“, „გალათასარაიში“, „ვისელ კობეში“ და „ანტალიასპორში“ უთამაშია. „გორნიკის“ ღირსებას იგი 2021 წლიდან იცავს და 41 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის 12 მებრძოლი, რომლებიც დოპინგზე ყველაზე მეტჯერ შეამოწმეს - დოლიძე ერთ-ერთია
UFC-ის 12 მებრძოლი, რომლებიც დოპინგზე ყველაზე მეტჯერ შეამოწმეს - დოლიძე ერთ-ერთია