კილიან მბაპე, ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

„ზიდანს რომ დაერეკა, ყურმილსაც არ ავიღებდი“ - მბაპემ ლე გრეს კრიტიკას უპასუხა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ ზინედინ ზიდანზე ისაუბრა. ლე გრემ უარყო ინფორმაცია, თითქოს „ზიზუ“ „სამფეროვნების“ თავკაცად უნდა დანიშნულიყო და ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„დიდიე დეშამს შეეძლო, ეთქვა, რომ მიდიოდა, მაგრამ ეს არ მომხდარა. ხუთშაბათს, იგი გენგამში ჩამოვიდა და შეთანხმებას იმავე საღამოს მივაღწიეთ. დროა წინ წავიდეთ? წარმოდგენა არ მაქვს, რას გულისხმობთ. ძალიან კარგად ვიცი, რომ ზიდანი ყოველთვის ჩვენთან ახლოს იყო. მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა და ზოგიერთი მათგანი დეშამის წასვლას ელოდა, მაგრამ დიდიეს გაშვება როგორ შეიძლება? ვინ შეძლებდა ამას? ცუდი მატჩები გვქონია, მაგრამ მასთან 10 წელია ვმუშაობ და ბევრი წარუმატებლობა ნამდვილად არ ყოფილა.

ზიდანი ბრაზილიის ნაკრებში? არ ვიცი და სიმართლე გითხრათ, გამიკვირდება, ეს რომ მოხდეს. ზიდანი იმას აკეთებს, რაც უნდა და ეს ჩემი საქმე არაა. მას არასდროს შევხვედრილვარ და დიდიეს გაშვება დღის წესრიგში არასდროს ყოფილა. ზოგიერთი ჟურნალისტი რაღაცებს იგონებს, რადგან მათ ინფორმაცია არაფერზე აქვთ და ურჩევნიათ, ცუდზე ისაუბრონ, ვიდრე კარგზე. ცდილობდა თუ არა ზიდანი ჩემთან დაკავშირებას? რა თქმა უნდა არა! რომ დაერეკა, ყურმილსაც არ ავიღებდი. მისთვის სპეციალური კონკურსი მოვაწყოთ, რათა კლუბი ან ნაკრები იპოვოს“.

ლე გრეს სიტყვებს „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „ზიდანი საფრანგეთია. არ ღირს, ლეგენდის მიმართ უპატივცემულობის გამოჩენა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დავითაშვილი ბორდოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება“
„დავითაშვილი ბორდოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება“