ბორდო, მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბორდოს დასანანი მარცხი - დავითაშვილი საფრანგეთის თასს დაემშვიდობა

საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში „ბორდო“ შინ „რენისთან“ 1:2 დამარცხდა. ანგარიში სტუმრებმა 23-ე წუთზე გახსნეს. მასპინძელთა სასტარტოში ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა, რომელსაც 26-ე წუთზე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ბურთი ჯერ მცველს მოხვდა, შემდეგ კი 37 წლის სტივ მანდანდამ მოიგერია.

პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე „ბორდომ“ ანგარიში გაათანაბრა. 53-ე წუთზე დოკუმ „რენი“ წინ გაიყვანა, მე-60 წუთზე კი მთავარმა მსაჯმა ბოკელეს წითელი ბარათი უჩვენა და დავითაშვილის გუნდი რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა.

დავითაშვილი 74-ე წუთზე შეცვალეს. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა, „ბორდო“ 1:2 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

საფრანგეთის თასს გიორგი მიქაუტაძის „მეციც“ გამოეთიშა, რომელიც სტუმრად „ლიონთან“ დამარცხდა. გიორგი მიქაუტაძემ სასტარტოში ითამაშა, 61-ე წუთზე შეცვალეს, როცა „ლიონი“ 1:0-ს იგებდა. საბოლოოდ, „ლიონმა“ 2:1 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლორიამ პენალტი მოიგერია - ქართველი მეკარის კარგი თამაში
ლორიამ პენალტი მოიგერია - ქართველი მეკარის კარგი თამაში